14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით - ხათუნა სამნიძე 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარა ღია აქვს, თუმცა შეზღუდული დროით. 

როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, საქართველომ უნდა შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ.

"შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა ძალიან ცოტა ხნით და ამას უსვამენ ხაზს ჩვენი პარტნიორები. გერმანიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ღიად ვსაუბრობთ, გადაჭრის გზებზეც ვესაუბრებით, ყველა შეხვედრაზე ჩანდა პოზიტიური დამოკიდებულება, რომ გერმანია დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით

12 პუნქტის შესრულებას სჭირდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა, რაც ურთულესია, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოწვევა, ჩვენი ტვირთი,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

 

დღის ამბები