14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ფაქტს სიცრუე უწოდა 

მიხეილ სააკაშვილის დედა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტი რეანიმაციაში გადაიყვანონ, უარყოფს. 

ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ვერ იკვებება, რადგან უჭირს საკვების მიღება. 

"დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება მის წაქცევას, რამდენიმე დროს წინ მართლაც ჰქონდა ჩალურჯება. რაც შეეხება მის კვებას, ის კი არა რომ უარს ამბობს- ვერ იკვებება, ვერ ღებს საკვებს, უჭირს,"-აცხადებს გიული ალასანია.

განცხადება გააკეთა ასევე სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი საკვებს შერჩევითობის პრინციპით იღებს მისთვის სასურველ დღეს. 

 

დღის ამბები