"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, პარტიისთვის ერთადერთი და პრიორიტეტული საკითხია ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა.
ამასთან, ნიკა მელია აცხადებს, რომ 9 დეკემბერს მოსამართლემ უნდა გამოიტანოს განაჩენი შეუნარჩუნებს თუ არა სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, ეს იქნება მორალურად და ზნეობრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
"ჩვენთვის ახლაც კვლავაც რჩება მთავარი საზრუნავი საკითხი, რომელიც დღემდე გადაუჭრელია- მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის დაწესებულებებში. ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რომ გამოჯანმრთელების რესურსი თავიდან ბოლომდე არის ამოწურული და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება შემდეგში.
გამომდინარე აქედან ერთადერთი გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად საზღვარგარეთ გადაყვანა და შევედით უკვე კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს, მორალურად ზნეობრივად და ადამიანურად, კონკრეტულმა მოსამართლემ,"-აცხადენს ნიკა მელია.