14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
უსაფუძვლო განცხადებების ხმამაღლა გაკეთებას, ოპონენტებმა სჯობს დოკუმენტში კარგად ჩაიხედონ - გივი მიქანაძე ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დოკუმენტზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

უსაფუძვლო განცხადებების ხმამაღლა გაკეთებას, ოპონენტებმა, სჯობს დოკუმენტში კარგად ჩაიხედონ - სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ და მაშინ არ დაუყენებიათ ეს საკითხი, ამიტომ დღეს ეს ცოტა უხერხულია - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დოკუმენტზე ოპოზიციის კრიტიკას, რომ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა და შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა შეშფოთებას იწვევს.

"უსაფუძვლო განცხადებების ხმამაღლა გაკეთებას სჯობს, რომ დოკუმენტში კარგად ჩაიხედონ და ვინც მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში შევახსენებ, რომ სამუშაო ჯგუფმა ერთად განიხილა თითოეული რეკომენდაცია. მმართველი გუნდი მზად არის, თითოეული რეკომენდაცია ძალიან დეტალურად განვიხილოთ და კონსტრუქციულ რეჟიმში თითოეულ რეკომენდაციაზე პოზიცია ჩამოვაყალიბოთ.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური სიგნალი არის ამ დასკვნაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ ეს დასკვნა დააკნინო და ის საქმიანობა, რომელიც ჯგუფმა გასწია დააკნინონ. ვერანაირად ვერ გავიზიარებ იმიტომ, რომ ეს არის  დადებითი ტენდენციის შემცველი დოკუმენტი, რომელშიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არის პოზიტიური შეფასება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა,"-აცხადებს გივი მიქანაძე. 

 

დღის ამბები