ერთ საათში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება. მოსამართლე ორ შუამდგომლობას განიხილავს. დაცვის მხარე ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას, ან ალტერნატიულ ვერსიად, სასჯელის გადავადებას ითხოვს.
პროცესზე დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო და დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე კლინიკა "ვივამედის" ექიმები. ადვოკატების პროგნოზით, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე პროცესი იქნება საჭირო. დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს, ჯერჯერობით უცნობია.
ექსპრეზიდენტმა განხილვაზე დასწრება თავად მოითხოვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, სააკაშვილი სასამართლოს ონლაინ ჩაერთოს. სასამართლომდე სააკაშვილი ბოლო კონსულტაციებს მართავს - მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდა დედა გიული ალასანია, მასთან ამ წუთებში ადვოკატია შესული.
"სააკაშვილმა გუშინ "ვივამედის" ადმინისტრაცია მიმართა თხოვნით, რომელიც გადაიგზავნა პენიტენციურ სამსახურში და მოითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრება. ამ წუთის მონაცემებით, ჯერჯერობით, სასამართლოს არ გააჩნია ცნობა, ვესაუბრე თანაშემწეს მოგყავთ თუ არა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. გუშინდელი ექიმების პოზიცია გაურკვეველია.
თუ ვერ დაესწრება შემდეგ ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ დისტანციურად ჩართონ, თუ არადა მოვიდნენ მაშინ სასამართლო და აქ ჩატარდეს სასამართლო- ოღონდ ამ მიმართებითაც ერთი თხოვნა გვექნება, რომ ერთი კამერა მაინც იყოს დაშვებული. მთავარი ამოცანა არის ახლა, რომ მოსამართლემ დაინახოს ეს ადამიანი რა მდგომარეობაშია,"-აცხადებს შალვა ხაჭაპურიზე ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი.