ერთ საათში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება. მოსამართლე ორ შუამდგომლობას განიხილავს, დაცვის მხარე ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას, ან ალტერნატიულ ვერსიად, სასჯელის გადავადებას ითხოვს.
პროცესზე დაიკითხებიან სასამართლო სამედიცინო და დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე კლინიკა "ვივამედის" ექიმები. ადვოკატების პროგნოზით, განაჩენის გამოსატანად, რამდენიმე პროცესი იქნება საჭირო. დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს, ჯერჯერობით, უცნობია.
ექსპრეზიდენტმა განხილვაზე დასწრება თავად მოითხოვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, სააკაშვილი სასამართლოს ონლაინ ჩაერთოს. სასამართლომდე სააკაშვილი ბოლო კონსულტაციებს გადის, მიხეილ სააკაშვილს უკვე შეხვდა დედა გიული ალასანია.
"ჯანმრთელობა მძიმე, როგორც ყოველთვის ბოლო ხანებში. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, რომ რაღაც ფორმით დისტანციურად ჩაერთოს. ხალხს, რომ დაენახოს ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან რომ ჩავიარე, იქაურობა გავსებულია პოლიციით, არ ვიცი იქ ჩვეულებრივი ადამიანები ადგილი თუ დარჩა,"-აცხადებს გიული ალასანია.