საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ელექტრო სიგარეტის თემაზე პოლიტიკური პაექრობა არასწორია და ექსპერტები გაცილებით საინტერესო კომენტარს გააკეთებენ.
"ყველამ იცის რომ გადაჭარბებით მოხმარება ყველანაირი სიგარეტის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის იწვევს სერიოზულ გავლენას მადაზე, კვებაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ეს არ ეხება სააკაშვილს, ეს ეხება ზოგადად ადამიანებს. ასე რომ არასწორია ამ თემით ზოგადად პაექრობა პოლიტიკურ ასპარეზზე და ვფიქრობ ექსპერტები გაცილებით უფრო საინტერესო კომენტარებს გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვოლსკიმ.