14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში მიხეილ სააკაშვილმა, ნებისმიერ შემთხვევაში მოწყალების გაღება ადამიანს ღირსებას მატებს - ეპისკოპოსი ნიკოლოზი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მოინახულა. როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ექსპრეზიდენტმა უცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში: 

"მე ახლა გავიგე ანალიზებს არ იკეთებსო. ზოგადად, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ  ნებისმიერი მიდრეკილება, ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობს, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა. მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ, ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის ეს თემა გამორიცხულია. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში, ნებისმიერ შემთხვევაში მოწყალების გაღება ადამიანს ღირსებას მატებს,"- აღნიშნავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზი.

დღის ამბები