14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილი ვერ გაძლებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდეს - გიორგი სააკაშვილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობის კრიტიკულობაზე საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისული ძმა.

როგორც გიორგი სააკაშვილი აცხადებს, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ან გაწირავს სააკაშვილს, ან მისცემს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას. 

"ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მკაფიო, უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სახელმწიფო ან წირავს ადამიანს და ხელს აწერს, რომ ადამიანი დაიღუპოს, ვინაიდან ვერ გაძლებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა არის კრიტიკული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ  გაძლებს, რომ ასე გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში,"-აცხადებს ექსპრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი.

დღის ამბები