პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს და სუს-ის კონრტდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ტრაპაიძეს მოუსმინეს.
ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენლი იქნა ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების თუ ობიექტების, მოქმედების მეთოდებისა და ფორმების შესახებ.
"უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების და ობიექტების, მოქმედების ფორმების და მეთოდების შესახებ და ნაბიჯების შესახებ, რასაც უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს მათი საქმიანობის ხელშეშლისთვის, მოშლისთვის და მათი გეგმების ნეიტრალიზაციისთვის და აღკვეთისთვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კონტრდაზვერვა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ბირთვი. ამ კუთხით სუს-ის საქმიანობა არის წარმატებული," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.