შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს. ნიკოლას ბერლინერმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ზე მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ამერიკის მთავრობის პოზიციაა.
ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. ელჩს იმედი აქვს, რომ ტელეკომპანიის გარშემო პროცესები დემოკრატიულად წარიმართება.
„ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და საელჩოს პოზიცია,“-განაცხადა ბერლინერმა.
ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა ცოტა ხნის წინ media.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილება იქმნება."
ბერლინელის ამ განცხადებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის იყო გოგა ხაინდრავაც.