14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წელს აპრილში უკრაინაში ჩასვლა და რუსული სისასტიკის ხილვა, ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს და 90-იან წლებში - შალვა პაპუაშვილი

წინაპრებისა და თაობების მიერ მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ დაასვა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2022-ზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხდა. 

ამასთან, პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსული სისასტიკის პირადად ხილვა განსაკუთრებით ემოციური იყო. 

"2022 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენი წინაპრებისა და თაობების მიერ სისხლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მომავლის ბეჭედი მტკიცედ დაასვა ევროკავშირის მიერ აღიარებულმა ევროპულმა პერსპექტივამ. პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონების 30% ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წელს აპრილში უკრაინაში ჩასვლა და კიევში, ბუჩასა და ირპენში ჩადენილი რუსული სისასტიკის ხილვა. ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს და 90-იან წლებში.

საქართველომ არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. უკრაინაში მიმდინარე ფართომაშტაბიან ომთან ერთად, არც უშუალოდ ჩვენს რეგიონში იყო მშვიდობა.

გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთობლივი საპარლამენტო ძალისხმევით ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მშვიდობასა და სტაბილურობაში, რაც ჩვენი რეგიონის განვითარების საწინდარია. ძვირფასო ელჩებო, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ღირსეულად წარდგენისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის," - განცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

"ელჩების კონფერენცია 2022" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნეს, მათ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრეს, შეაჯამეს წელი და იმსჯელეს გეგმებზე.

დღის ამბები