საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის გარშემო სიყალბე და ტყუილ-მართალის არევა ხდება. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია.
"სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბე და ტყუილ მართალის არევა ხდება ერთმანეთში. ჩვენ ვნახეთ მათ შორის, მისი ადვოკატები, არის უცხოელი ადვოკატი, რომელიც ადვოკატია თუ ლობისტია, პირდაპირ ტყუილს ავრცელებენ მის მოწამვლასთან დაკავშირებით და თან ისე, რომ საბოლოო ჯამში მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის იმაში მდგომარეობს, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს არ ამბობენ და დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. დილით იტყვიან რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი უარყოფს, რომ არა არ მომწამლეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.