14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვას ქვეყნის ევროპული მომავალი გადააყოლოს" - ანა ბუჩუკური

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ ვრცელ სტატუსს, რომელიც, Credit Suisse​-ისთან ბიძინა ივანიშვილის დავას ეხება, ოპოზოციის წევრების მხრიდან შეფასებები მოყვა:

"საფიქრალი არის ის დავა, ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს, მაგრამ უნდა გავითვალილსწინოთ ერთი რამ, რომ როდესაც რუსულ ბიზნესინტერესებთან ხარ შეკრული, თან ისეთ წრეებთან, რომლებიც აფინანსებენ იმ საომარ კამპანიას, რაც უკრაინაში ხორციელდება, რა თქმა უნდა, პრობლემები გექნება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის საკითხი კიდევ უფრო მეტ შესწავლას დაექვემდებარება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სანქციებით დასრულდება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ "დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვას ქვეყნის ევროპული მომავალი გადააყოლოს". 

დღის ამბები