14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ისინი კარგად არ ცნობენ, ის არასოდეს წავა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ - დიმიტრი ხუნდაძე

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ ვრცელ სტატუსს, რომელიც Credit Suisse​-ისთან ბიძინა ივანიშვილის დავას ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ. როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ზეწოლის მექანიზმით ცდილობენ  ბიძინა ივანიშვილს მიაღებინონ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ის დააბრუნონ პოლიტიკაში:

"სულაც არ არის საბანკო, საფინანსო დავა. ხედავთ, რომ აგენტოკრატებმა მობილიზება გაუკეთეს 400 ევროპარლამენტარს და მიაღებინეს რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამარცხვინოა. ეს არის ზეწოლის მექანიზმი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიაღებინონ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ის დააბრუნონ პოლიტიკაში და მან გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ისინი კარგად არ ცნობენ, დიდ ფულზეც არ იყიდება ის, რაც არ უნდა იყიდებოდეს და ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არ წავა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ დამიანების ჯგუფი მოითხოვს, დაედოს სანქცია იმ პროცესებს, რომელსაც ქვეყნისათვის საგანგებო მნიშვნელობის პროექტების რეალიზაცია ჰქვია:

"ვიღაცას მართლაც მიაჩნია, რომ შანტაჟით, ქონებრივი ხასიათის ზიანის მიყენების მუქარით, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯი, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს არის ის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელსაც ჩადიან. პრაქტიკულად ადამიანების ჯგუფი მოითხოვს, დაედოს სანქცია იმ პროცესებს, რომელსაც ქვეყნისათვის საგანგებო მნიშვნელობის პროექტების რეალიზაცია ჰქვია,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები