საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს.
შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის.
კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდებათ.
"თქვენ იცით, რომ დეპუტატებს გაცდენის შემთხვევაში ექვითებათ ხელფასიდან თანხა, თუ კი ისინი აცდენენ არასაპატიო მიზეზით სხდომებს თუ სხვადასხვა საპარლამენტო ღონისძიებას. მიმდინარე წელს დაახლოებით 80 000 ლარი დაგროვდა ამ ჯარიმებით თუ დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ 80 000 ლარიდან 77% ოპოზიციის დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 000 ლარი.
ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ, საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა ჩვენ გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.