14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მთავარ მიზანზე, უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე - სტოლტენბერგი

რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მთავარ მიზანზე, უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა "ბი-ბი-სი"- სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ხანგრძლივი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მობილიზებულების ნაწილი კი ახლა სწავლებას გადის.

სტოლტენბერგის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა ახალი იერიშებისთვის ემზადება.

დღის ამბები