17 მაისი 2024,   08:11
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა - ფინეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვის დროს განაცხადა.

საული ნიინისტე რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 1939-40-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ომში მსგავსებას ხედავს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც უხეში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ უკრაინასა და ფინეთს სწრაფად დააჩოქებდნენ.

ნიინისტემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მხრიდან წელსაც გაგრძელდება.

დღის ამბები