"ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან- არა, ლოკაციებზე!" - ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ქონია.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე აქვთ და სინამდვილეში ლოკაციებზე ჩხუბობენ.
"ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან- არა, ლოკაციებზე!
ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა,” - წერს ჩერგოლეიშვილი.