"ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა აქციას იუმორით ეხმაურება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ბრძოლა ფინანსებისთვის მიმდინარეობს:
"ნაცებმა" გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, მხარმოკლე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. მათი ერთადერთი ამოსავალია, რამენაირად, ყველანაირი მეთოდით თავიანთ პარტიაში მოაწყონ გადატრიალება, თავიანთ პარტიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იმ ჯიგარის ფულები გადაინაწილონ. მათ არ აინტერესებთ არც სააკაშვილის ჯანმრთელობა და არც ქვეყნის ინტერესები. მათი ინტერესის სფეროა, როგორ მიითვისონ კეზერაშვილის ფულები. ამიტომაც არის, რომ იბრძვიან ხაბე "მხარმოკლე" და მელია სამეგრელოდან," -აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა.