14 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ეს იყო ქართველი ხალხის რეაქცია და ვანო მერაბიშვილს "გემრიელად მოხვდა" ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში - ვატო შაქარიშვილი

ცემეს თუ არა ვანო მერაბიშვილი - ინფორმაციას ვატო შაქარიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარის შესახებ მოძრაობა "აი ია"-ს წევრმა თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ინციდენტის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია.

"კურიერთან" საუბრისას ვატო შაქარაშვილი ამბობს, რომ სიტყვიერ შელაპარაკება ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ იყო პროვოცირებული, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შაქარიშვილის თქმით, მომხდარის დეტალებს "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ასაჯაროებენ.

"ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ ხალხის გაღიზიანებასა და პროვოცირებას. სურთ ნებისმიერი ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება, სურთ ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია. შესაბამისად, ეს იყო ქართველი ხალხის რეაქცია და ვანო მერაბიშვილს "გემრიელად მოხვდა" ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც ღირსება შეულახეს. მან დამატებითი პროვოცირება მოახდინა სიტყვიერი შელაპარაკების დროს. როგორც ვიცი, მოხდა ფიზიკური შეხებაც. ჩამოიფერთხა და შეშინებული გაიქცა. არ მიკვირს, რომ ამ ინფორმაციას მალავენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ იქნება ნაცმოძრაობის "მრევლისთვის" სასიამოვნო სანახავი, თუ რა მდგომარეობაშია მათი ერთ დროს "უძლეველი" პერსონა," - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა "კურიერთან". 

"კურიერი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

 

 

 

დღის ამბები