"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქცის ეხმაურება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მსოფლიო "ფურორი" ჩაუვარდათ და თითო ოროლა კაცს ძლივს მოუყარეს თავი.
"ახლა რაღა ეშველებათ, ჩავარდა გასტროლი. „ცირკი "შაპიტო" გასტროლებზეა... რეპერტუარი მთლიანად ბოროტ კლოუნ მიშას ეძღვნება სათაურით, "savemisha"... აქ ცხრა წელი "მიშა ჩამოდი“ - აქციები აკეთეს და ახლა მთელი სანაცეთი ააყეფეს გაუშვით აქედანო. ააყეფეს რა, ერთი ორი კაცი მოძებნეს ქალაქებში და შიგა და შიგ წამოაყეფეს... მოკლედ მთელი მსოფლიო "ფურორი" ჩაუვარდათ და თითო ოროლა კაცს ძლივს მოუყარეს თავი. ახლა რაღა ეშველებათ, ჩავარდა გასტროლი..." - წერს ქადაგიძე facebook - ზე.