14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
არავის სჯერა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის და ავადმყოფობის! გამოსავალი დანაშაულის - ლევან ნიკოლეიშვილი

"გაბრაზდება "ნაცი" და იტყვის რას დაგვცინითო, მე კი არ დაგცინით თქვენ დასცინით საკუთარ თავს," - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შესახებ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ გამოსავალი დანაშაულის მონანიება, სასჯელის მოხდა, და დროული აღიარებაა, ვინ და რა მიზნით შემოაპარა სააკაშვილი საქართველოში.

"გაბრაზდება "ნაცი" და იტყვის რას დაგვცინითო, მე კი არ დაგცინით თქვენ დასცინით საკუთარ თავს, აბა ამდენი ხალხი რომ გამოგყავთ და მსოფლიოო შეაზანზარეთ-"აუ, რამდენი ხართ!" არადა გირჩიეთ ამასწინათ, არც უცხოეთში და მით უმეტეს საქართველოში, არავის არ სჯერა, არც სააკაშვილის პოლიტმატიმრობის და არც ავადმყოფობის! გამოსავალია-დანაშაულის მონანიება, სასჯელის მოხდა, და დროული აღიარება ვინ და რა მიზნით შემოაპარა საქართველოში! თქვენც გეშველებათ და სააკაშვილსაც, დაისვენებთ, თუ არა და ითამაშეთ აქციობანა! მართალია სულელურად, მაგრამ კი ერთობით !"- წერს ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები