14 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"მოქმედი პრეზიდენტის ადგილზე, სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არ ჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოქმედი პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა. განცხადება მარგვეაშვილმა რუს უფლებადამცველ, მარკ ფეიგინთან გადაცემაში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც არაერთხელ გამოუყენებია და ეს არის სასჯელის მოხდის გადავადება, როდესაც განსაკუთრებული გარემოებებია.

"მე შევადგინე წერილი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. გზავნილი ასეთი იყო, რომ არ არის საჭირო იურიდიულ საკითხებში შესვლა და მსჯელობა, რომელი განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და რომელი არა. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მე არაერთხელ გამომიყენებია, ეს არის სასჯელის მოხდის გადავადება.

მე წესი მაქვს, რომ მოქმედ პრეზიდენტებს არასდროს ვაკრიტიკებ. თუმცა, ვიტყვი, რომ მე მის ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი," - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები