14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"გუშინ ნაცებმა თავისი ასკაციანი ლაშქარი რამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები" - ირაკლი ზარქუა

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ურთიერთბრალდებები გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებით ისმის.

"რა თქმა უნდა, ვისურვებდი, აქციები ყოფილიყო უფრო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე, ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია. ნებისმიერი დანაწევრება, რა თქმა უნდა, არის ცუდი და მე ვიმედოვნებ, რომ ეს არის დროებითი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუაც და მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა.

"გუშინ "ნაცებმა" თავისი ასკაციანი ლაშქარი რამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. ეს აჩვენებს, რომ იმათ ის პატიმარიც [მიხეილ სააკაშვილი] არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა სკამისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში." რომ კითხო ყველა ლიდერია, მაგრამ გამოკვეთილი ვინც არის, იბრძვის კეზერაშვილის ფულისა და გავლენებისთვის პარტიაში.

რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პარტიაში თავმჯდომარე მელია იქნება, ხაბე იქნება, ჩემი ძმა და მეგობარი, თუ მუმლაძე?! რა დიდი მნიშნელობა აქვს?! " - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

შიდა პარტიულ არჩევნებში კონკურენტებმა აქციები ერთი მოთხოვნით, თუმცა სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ. ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მშვიდობის ხიდთან მისვლისკენ მოუწოდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე თავად ზუგდიდში ჩავიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები