საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვის საპასუხოდ წერილი გაუგზავნა. ილია მეორე მადლობას უხდის ექსპრეზიდენტს და შობა-ახალ წელს ულოცავს.
ამავე წერილში ილია მეორე სააკაშვილს ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.
"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად," - ნათქვამია პატრიარქის წერილში.