თავმჯდომარის არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც მელია-ხაბეიშვილმა შეთანხმებას ვერც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ერთად ჩატარებაზე მიაღწიეს, ეს ახალი ბრალდებების მიზეზი გახდა. ანზორ მელია თავმჯდომარეობის კანდიდატს მოღალატეს უწოდებს და სახელისუფლებო გუნდის ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხაბეიშვილის მოქმედება არც პარტიის ლიდერთა ნაწილს უკვირს.
ლევან ხაბეიშვილი და მისი მომხრეები, დღეს ბრალდებას არ პასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მათთვის მთავარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა.
"ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ლოგიკურს უწოდებენ სხვა პოლიტიკურ ძალებში. ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიური პარტია ელექტორალურ რესურსს კარგავს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირება ”ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ გავლენებისთვის ბრძოლაა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პარტიის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საერთო იდეის გარშემო გაერთიანებასაც ვეღარ ახერხებენ და მიხეილ სააკაშვილის თემაც კი მათთვის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად იქცა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავჯდომარე იანვრის ბოლოს უნდა აირჩიონ. ოპოზიციური პარტიის ლიდერობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძვის.