14 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად, მე ვერ ვხედავ ქრისტიანობას იმაში, რომ თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა - პაატა მანჯგალაძე

პატრიარქის წერილი ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს წერილი განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითი არ არის.

"რაც შეეხება პატრიარქის წერილს, მე არ ვიცი, პატრიარქმა მოამზადა თუ მისი სახელით გამოქვეყნდა ეს წერილი, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულის და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის ნიმუშად. ყველამ ვნახეთ და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ადამიანი მოწამლულია დარიშხანით და ამ დროს სხვა რეალობის შეცნობაზეა საუბარი, ეს რას ნიშნავს? სიკვდილს დაელოდოს? ეს არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც წერილთან დაკავშირებით. მისი თქმით, "კარგია, რომ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამაში".

"მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

დღის ამბები