პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს.
"ვულოცავ სომხურ სამოციქულო ეკლესიას და საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ყველა სომეხს შობასა და ნათლისღებას. დაე, ამ დღესასწაულმა სიხარული, სიკეთე და კეთილდღეობა მოუტანოს თქვენს ოჯახებს," - წერს შალვა პაპუაშვილი.