ლევან ნიკოლეიშვილი: ვანო მერაბიშვილი ორ ცეცხლს შუაა და არ იცის როგორ მოიქცეს
"დიდი დილემის წინაშე დგას ნაცმოძრაობა და მისი „ხერხემალ ვაითი“, ვანო მერაბიშვილი. ორ ცეცხლს შუაა და არ იცის როგორ მოიქცეს,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვანო მერაბიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ მერაბიშვილი პოლიციაში მივა და განაცხადებს, რომ სცემეს, მაშინ ფაქტის აღიარება მოუწევს. მისი თქმით წლის დასაწყისში ქვეყანაში ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, - ეტკინა თუ არა ვანო მერაბიშვილს საჯდომი.
დიდი დილემის წინაშე დგას ნაცმოძრაობა და მისი „ხერხემალ ვაითი“, ვანო მერაბიშვილი. ორ ცეცხლს შუაა და არ იცის როგორ მოიქცეს. მივა პოლიციაში და იტყვის, ტკივილი განვიცადეო, რაც აუცილებელი პირობაა თავდამსხმელზე ბრალის წარსადგენად, მაშინ მოუწევს აღიაროს, რომ საჯდომი ეტკინა მას შემდეგ, რაც პანღური ამოსცხეს. თუ ამას არ გააკეთებს, საქმე დაიხურება და ის პანღურიც შერჩება საშვილიშვილოდ... აბა წარმოიდგინეთ, როგორია, კაცს რეჟიმის „ხერხემალს“ ეძახდნენ და ჩვენება უნდა მიცეს, უკანალი მეტკინაო. ასეა თუ ისე, საზოგადოების რეაქციებს რასაც ვაკვირდები, ალალია ის პანღური „ხერხემალ ვაითზე“, ყველა მის ამომპანღურებელს ლოცავს, წლის დასაწყისში კი ქვეყანაში ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, - ეტკინა თუ არა საჯდომი ვანო მერაბიშვილს,
- წერს ნიკოლეიშვილი.