14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
იესო ქრისტეს შობამ კაცობრიობისთვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თანამემამულეებს შობას ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია პრემერის მილოცვაში.

დღის ამბები