14 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ-მ ირანული დრონების მწარმოებლებთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ირანული დრონების მწარმოებლებთან არიან დაკავშირებულნი. სანქციების სიაში მოხვდა იმ ორგანიზაციის დირექტორიც, რომელიც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გასული ოთხი თვის განმავლობაში ირანული წარმოების დაახლოებით 660 დრონი გამოიყენა. თეირანმა დრონების მიწოდების ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა, გასულ თვეში აღიარა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა.

დღის ამბები