”პროპაგანდისტული სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად” - ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს ასე აფასებს მმართველი გუნდი.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სასჯელის გადავადებას, ან მისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ოპოზიცია უშედეგოდ ცდილობს საკითხს პოლიტიკური ელფერი მისცეს.
""ნაციონალური მოძრაობა" ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს, რომ პატიმარ სააკაშვილის საქმე გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს არის გარკვეული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომ დაიხსნან ეს პატიმარი ციხიდან. სინამდვილეში, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი საკითხი, მასზე პასუხიმეგებლი არის სასამართლო და საამართლო იმსჯელებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილთან," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
"ხალხის ძალის" წარმომადგენლების შეფასებით, შეწყალება პრეზიდენტის ინკლუზიური უფლებაა, თუმცა ამის სამართლებრივ მიზეზებს ვერ ხედავენ.
"საერთაშორის პორაქტიკა არ იცნობს ასეთ რამეს, რომ აპტიმარი გადაიყვანოს სახელმწიფომ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. გადაწყვეტილება დამოკიდებულია მართლმსაჯულებაზე.
რაც შეეხება შეწყალების საკითხს, არც სამართლიანია, არც ლოგიკურია, არანაირ ჩარჩოში ეს არ ზის, რადგან კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი," - თქვა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.