14 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
შვედეთის პრემიერის განცხადებით, თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების თანხმობისთვის

შვედეთის პრემიერის განცხადებით, თურქეთი ძალიან ბევრს ითხოვს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების თანხმობისთვის. მისი თქმით, თურქეთმა უკვე დაადასტურა, რომ მათ შეასრულეს თავის სიტყვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ოფიციალურ ანკარას ის სურს, რისი მიცემაც შვედეთს არ შეუძლია და არ უნდა.

შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ დრო ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, თურქეთი შვედეთისგან იმ ადამიანების გადაცემას ითხოვს, რომლებსაც, თურქეთის მტკიცებით, კავშირი აქვთ ფეთჰულა გიულენთან და ქურთულ ორგანიზაციებთან. 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ერთ-ერთ დამნაშავედ ერდოღანის ხელისუფლება სწორედ გიულენს ასახელებს.

დღის ამბები