ბორჯომში "ოცნების ქალთა" ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი განხილვის შედეგად, მონაწილეებმა შეაჯამეს 2022 წელი და დასახეს ახალი სამოქმედო გეგმები.
მთავარ პრიორიტეტად დასახელდა რეგიონებში შეხვედრები ამომრჩევლებთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.