17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
დღეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

დღეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო. მასში პირველი ტურის შედეგად თითოეულ საგანში გამოვლენილი ათასი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობს.

ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

პროცესს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.

დღის ამბები