14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"ბუკის" სისტემები 2008 წელს საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადმოცემული "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.

ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს, ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, -განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, "ბუკის" სისტემები 2008 წელს საქართველომ უკრაინისგან შეიძინა.

"საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს "ბუკი" საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს," - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები