14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ნიკა მელიას ძალიან უდიერი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი- თაკო ჩარკვიანი 

ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარლამენტის წევრის, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის განცხადებით, ნიკა მელიას დამოკიდებულება და უაპელაციო ტონი მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის გარეშეც აქვს მოსმენილი. 

მისივე თქმით, მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში პარტიამ რეიტინგი დაკარგა. 

"ლაივში მოგვისმენია ნიკა მელიასგან ძალიან უდიერი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. ვერ ვიტან ჩამწერებს და ვერ ვიტან გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი.

მელიას ხელში დაიძირა პარტია, არიან ერთმანეთის ჩანაწერებით დაკავებულები, ლანძღვა მიმდინარეობს, უმოქმედობა მიმდინარეობს და რეიტინგი დაცემულია," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

მელია სააკაშვილს აგინებს - ამ შინაარსის აუდიოჩანაწერი იუთუბზე გავრცელდა. მასალის მიხედვით, მელიას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მერობის კანდიდატად არ დაასახელებდნენ. თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ჩანაწერში კონკრეტულ გვარებს არ ამბობს, უცნობია ვის ესაუბრება ის. ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თავად ნიკა მელიას კი განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

დღის ამბები