ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი განხილვის მთავარი თემაა არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველ გუნდშიც.
სახელისუფლებო ძალას არ გაკვირვებია მთავარი ოპოზიციური პარტიის ამგვარი ქმედებები, რადგან მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში იყენებდა ამ მეთოდს.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამაშვილი ამბობს, ენმ ამ ხერხებით ცდილობს პირადი სარგებლის მიღებას.
"რადიკალებს "ნაციონალური მოძრაობა" თავზე ენგრევათ და ახლა თავისი ხერხებით ცდილობენ პირადი სარგებლისთვის ერთმანეთის გაშავებას.
ცხადია, ეს ახალი არ არის "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენ ამას წლების მანძილზე ვხედავდით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და როდესაც ოპოზიციაში არიან აკეთებენ იგივეს არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები, რომ გველი იცვლის კანს და არა ზნეს," - აცხადებს რატი იონათამაშვილი.