მოხერხდება თუ არა ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენა - ანტიკორუფციული მოძრაობა მტკიცებულებების შეგროვებას და "სააკაშვილის სიის" შედგენას იწყებს.
მათი თქმით, ამ სიაში შევლენ საჯარო მოხელეები, რომლებიც სააკაშვილის საქმესთან არიან კავშირში.
"ჩვენ ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას და "სააკაშვილის სიაზე" მუშაობას. "სააკაშვილის სიაში" შევა ყველა ის ადამიანი, ვინც წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, მონაწილეობას იღებს და ახალისებს იმ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელის ამსახველი დოკუმენტაცია საზოგადოებისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი," - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
ამასთან, "სააკაშვილის სიას" ე.წ. კასრების სიას უწოდებს მმართველი გუნდი
"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ "კასრების საქმე" და 2012 წლამდე მათ მიერ შედგენილი დანაშაულებრივი სიები შეახსენა. ე.წ. მაგნიტსკის სიის ავტორთან თანამშრომლობას კი სამთავრობო გუნდი ლობისტურ კამპანიას უკავშირებს
"სააკაშვილი არც ნაწამებია და არც მოწამლული. ეს არის დიდი თაღლითური სქემა, რომელიც ჩამოაყალიბეს გარკვეული პიარ კომპანიის მენეჯერებთან ერთად. თუ ვინმემ სია უნდა შეადგინოს, ალბათ ქართულმა საზოგადოებამ იმ ადამიანებისა, რომლებიც აწამეს, ვისაც სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება და ღირსება წაართვეს. ასევე რისი ორგანიზებაც სააკაშვილმა გააკეთა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.