14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ბენ ჰოჯესმა თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა, როდესაც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და რითაც ის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი იყო - რატი იონათამიშვილი

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებებს, მმართველ გუნდში აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებენ. ომში ჩართვის მორიგი მცდელობა - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია.

"ბენ ჰოჯესმა თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა, როდესაც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და რითაც ის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება ხაზარაძესთან მის შეხვედრას და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საუბარს, ეს დამატებით აჩენს კითხვებს - მას რაიმე სახის ინტერესი, მათ შორის ფინანსური ინტერესი ხომ არ გააჩნდა ამ პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქათრველო-რუსეთის ურთიერთობას, მასაც შევახსენებ, რომ საქართველო რუსეთთან მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებით ურთიერთობს, სადაც გამარჯვებას გამარჯვებზე აღწევს"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ჰოჯესს ალუდა ღუდუშაურმაც უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველომ, ყველა მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენა და ჩვენი ქვეყანა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია:

"საქართველომ, ყველა მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენა და ჩვენი ქვეყანა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. რა შეუძლია საქართველოს სხვა, ამაზე მეტი გააკეთოს ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაარტყას და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე არ დააყენოს ქვეყანა - მაშინ ამ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

"მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი" - აცხადებს ბენ ჰოჯესი, რომელიც თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას დაესწრო.

მისივე თქმით, ის ანაკლიის პორტის დიდი გულშემატკივარია, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი კი რუსეთია.

დღის ამბები