14 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
თამთა მეგრელიშვილი: ბენ ჰოჯესი ამბობს იმას, რაც დაუწერეს, მას მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ

"ამერიკელი გენერალი ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს იმას რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს აბა სხვაგვარად მისი სიტყვები უბრალოდ გაჯიუტებული ბავშვის პოზიციას ჰგავს რომელიც რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ვერ იგებს, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ბენ ჰოჯესის მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.

"ამერიკელი გენერალი ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს იმას რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს აბა სხვაგვარად მისი სიტყვები -"მიჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს" - უბრალოდ გაჯიუტებული ბავშვის პოზიციას ჰგავს რომელიც რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს. რეალობა ასეთია- უკრაინის ფოსტის “Ukrposhta”- ის ინფორმაციით, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, "საქართველოს ფოსტა" 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე. ამ დროისთვის უკრაინული სექტორი თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 და სხვა საჯარო სკოლებშია გახსნილი, სადაც 2 ათასამდე უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვი. უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარების მიღება უფასოა! ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო მიღებულ დოკუმენტებთან მიერთებით უკრაინის გვერდითაა.

ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურს ბენ ჰოჯესის მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. მინაწერი: 2022 წლის პირველ დეკემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი. ეს იყო ხაზგასმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისა. სამწუხაროდ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ოპოზიციურ მედიას არც კი გაუშუქებია, მაშინ როცა დიდი ინტერესი დაიმსახურა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის საქართველოში ვიზიტმა, რომლის გაკეთებულ განცხადებებს დიდი სიამოვნებით უთმობენ საეთერო დროს. მინაწერი: დღეს ის მამუკა ხაზარაძეს ხვდება. სინამდვილეში რა დროს საქართველო და უკრაინაა, ხაზარაძის და მისი რეალური საუბრის თემა ბიზნეს ინტერესია..." - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები