14 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს "ბუკები" რატომ მიჰყიდეო. შემდეგ სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის? - სოზარ სუბარი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ბრალდებული ექსპრეზიდენტი წერს, რომ ბუკის სისტემის გადაცემაზე უკრაინისთვის უარის თქმა სირცხვილია და ღალატის ტოლფასიცაა. 

"სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს "ბუკები" რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?" - წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები