იმისათვის, რომ საქართველო იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკური ჰაბი, საჭიროა სათანადო პორტი და ინფრასტრუქტურა. ამიტომაც ვარ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებული, რადგან ის აძლევს საქართველოს საუკეთესო შანსს განავითაროს ეკონომიკური პოტენციალი და მოიზიდოს ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ იმის რწმენა, რომ ეს რეგიონი არის უსაფრთხო,-ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა განაცხადა.
ბენ ჰოჯესის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
"მთავრობამ აღნიშნა, რომ გეგმავს ანაკლიის პორტის აშენებას და იმედია ასეც იქნება. მე მაქვს ნულოვანი ინტერესი, მე ვარ ჯარის გადამდგარი ოფიცერი, მიყვარს ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და ვიცი, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა. თუ მთავრობა ამბობს, რომ 50 %-ზე ექნებათ კონტროლი, არ მგონია იპოვონ ბევრი სერიოზული ინვესტორი.
მე შევხვდი ბატონ ჯაფარიძეს, რადგან დაახლოებით 4 წლის წინ მოვისმინე, თუ რას აპირებდნენ ანაკლიის პორტში. მათთან თავიდანვე ნათელი გავხადე, რომ არ მსურდა კონსულტაციებში ჩაბმა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ ჩათვლით, რომ მე ამაში მიხდიან, ჩემი ანალიზი დაკარგავს ფასს და დაემსგავსება რეკლამას. ამიტომ შეგნებულად ავარიდე თავი ნებისმიერი სახის ჩართულობას. არა იმიტომ რომ მათ არ სურდათ, მე არ მსურდა," - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - "ლელოს" შეხვდა, რამაც მმართველ გუნდს ყოფილი სამხედრო ჩინოსნის მიკერძოებაზე არგუმენტი მისცა.
მათ კი ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ჰოჯერი არასოდეს ყოფილა ჩარეული ამ პროცესში და ეს სრულიად არაადეკვატური დასკვნაა მათი მხრიდან.
"კონსოციუმის ლობირებაში ის არასოდეს ყოფილა ჩარეული, ეს მტკნარი სიცრუე და სრულიად არაადეკვატური დასკვნაა. 3 წელი გავიდა, არაფერი არ გაკეთებულა და ამ პერიოდში რუსეთი გამალებით თავის ღრმაწლოვან პროექტებს ანვითარებს და ვინც ისარგებლა, ეს არის რუსეთის დღევანელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.