კომპტომატები ერთმანეთის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დგას და ამის მიზნად წინასაარჩევნოდ ნიკა მელიას კანდიდატურის დისკრედიტაციას ასახელებს.
""ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას იწერდა ყველას და ყველაფერს და ამ კადრებს იყებენდა ადამიანების დასაშანტაჟებლად. დღეს, საბედნიეროდ, ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან, იწერენ ერთმანეთს და ამას იყენებენ კომპტომატად ერთმანეთის წინააღმდეგ.
მელიას მიერ სააკაშვილის აუგი სიტყვებით მოხსენიება, ალბათ, გამოყენებული იქნება პარტიის შიგნით მისი კანდიდატურის დასაზიანებლად არჩევნებზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.
ასევე ფიქრობს ” ხალხის ძალაც”. მოძრაობის წარმომადგენლების აზრით, მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” დასასრული სულ უფრო ახლოვდება.
"მელია აღარ სჭირდებათ, თუმცა მელია რისი ნიკანორ მელიაა, რომ უბრძოლველად დათმოს ეს პოსტი და მიდის გამალებული ბრძოლა.
ეს საზოგადოებას არ აინტერესებს, მაგრამ მთავარი ერთი რამ არის - დაწყებულია ენმ-ის ლიკვიდაციის პროცესი და რაც მალე დასრულდება, უკეთესია" - აღნიშნავს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.