14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

"უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ" - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ფრანს ტიმერმანსის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა ის კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გამოვიდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესი და კიევს საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

დღის ამბები