კომპრომატები ერთმანეთის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დგას. მიზანი კი წინასაარჩევნოდ ნიკა მელიას კანდიდატურის დისკრედიტაციაა.
"პროგნოზი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ საპირისპირო ბანაკიდან უმზადებდნენ მას ამ ე.წ. სიურპრიზს. რასაც შემდეგ მოჰყვა შესაბამისი გარჩევები "ნაციონალურ მოძრაობაში".
მე ვფიქრობ, ეს დაპირისპირება გაღრმავდება და ძნელად წარმომიდგენია ამ ადამიანებმა ერთად როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა. იქ, სადაც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ჩანაწერებს უქვეყნებენ - ვერავითარ ერთობაზე საუბარი ვერ იქნება.
პატიმარი სააკაშვილის ფაქტორიც ვერ გამოდგა გამაერთიანებელი ამ ადამიანისთვის იმდენად არიან მოწყურებული ამ ბრძოლას და პარტიაში საბოლოოდ სადავეების ხელში აღებას,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.