"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, თანაპარტიელები ნიკა მელიამ დაიბარა ოფისში სიტუაციის გასარკვევად.
როგორც გიორგი მუმლაძე აცხადებს, ადგილზე მისულს ნიკა მელიამ მათ დაახვედრა ხელქვეითები და მიუთითებდა მათგან თავის დაცვას.
"ჩვენს ერთ-ერთ თანამებრძოლს დააბრალეს უბინძურესი რამ, თითქოს სუს-თან თანამშრომლობდა. ამაზე ჩვენ მოვითხოვეთ სათანადო პასუხები ყველასგან. ნიკა მელიამ გვთხოვა, მივსულიყავით პარტიის ოფისში და გაგვერკვია, რეალურად, სიტუაცია.
იქ მისულებს მან დაგვახვედრა თავისი ხელქვეითები, მიუთითებდა ჩვენზე თავის დაცვას, რომ დავეხოცეთ - ასეთ თავმჯდომარეს, თავიდანვე ვამბობდი, რომ არ იმსახურებს "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, მსგავსი მმართველობის პირობებში, პარტია ვერასოდეს შეძლებს "ქართული ოცნების" დამარცხებას.
თუ თავიდანვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერი ვრცელდებოდა, დაამტკიცონ, რომ ეს არის ფაბრიკაცია,"- აცხადებს გიორგი მუმლაძე.