14 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებების მიღმა “ხალხის ძალა" ომში ჩართვის მცდელობას ხედავს - რა განცხადება გაავრცელა მოძრაობამ

მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და ქვეყნის ომში ჩართვის ინტერესი - ეს საფრთხეები ”ხალხის ძალაში” ბოლო დროს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა განცხადებების მიღმა ამოიკითხეს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, გურამ მაჭარაშვილმა დღეს რამდენიმე განცხადებაზე გააკეთა აქცენტი-ახსენა ”ბელინგქეთის” საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ხრისტო გროზევის საჯარო მიმართვა, რომელმაც თქვა, რომ მზადაა სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმაროს, აქცენტი გაკეთდა ე.წ მაგნიტსკის სიის ავტორის ბილ ბრაუდერის პოზიციაზეც, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის წამების მიღმა პუტინი დგას. ყველა ასეთ განცხადებას ”ხალხის ძალა” ლობისტური კამპანიის გააქტიურებას უკავშირებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ყველაფერს დასავლეთის წუხილს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ ”ხალხის ძალის” და პოლიტიკურად მათი თანამოაზრეების მიზანი რეალური პრობლემიდან ყურადღების მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანის მცდელობაა.

”ბელინგქეთის” საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთია იმ უცხოური პარტნიორებიდან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისთვის პირადადაც მიმართა. ხრისტო გროზევმა ”დოჟდის” ეთერიდან უპასუხა სააკაშვილს და თქვა, რომ მზად არის შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს.

ლობისტური კამპანიის უპერსპექტივობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ლობიზმის პარალელურად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას პარტნიორებს აწვდიან. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ლობისტური კამპანიის გააქტიურებით მცდელობაა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დაზიანდეს.

ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა უმრავლესობის წევრებისთვის საქართველოში უკრაინის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაც.
კასიოვთან მიმართებაში კითხვები აქვთ მმართველ გუნდშიც .
საუბარია უკრაინის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კასიანოვმა საქართველოს ”ჯაველინების” უკრაინისთვის გადაცემაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, სანაცვლოდ შტატები ქვეყანას ახალ შეიარაღებას მისცემდა.

მოწოდების მიუხედავად, საქართველოში ამერიკის ელჩი დღეს ”ხალხის ძალას” არ გამოხმაურებია.

დღის ამბები