14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ეს არ არის სპონტანური მოფიქრებული სიტყვათა წყობა რაც მოვისმინეთ, გიული ალასანიასგან ჩამოყალიბებული პოზიციაა - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი მიუთითებს, რომ რუსული ფაქტორი ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილისთვის მეორეხარისხოვანი არ არის.

"გიული ალასანიას განცხადება მისი ეს მიმოხილვა საკითხებისა, ვიღაცასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსული ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი ინტერესის ფაქტორი "ნაციონალური მოძრაობისთვის" და პირადად სააკაშვილისთვის

ეს არ არის სპონტანური მოფიქრებული სიტყვათა წყობა რაც მოვისმინეთ, გიული ალასანიასგან ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომელსაც უზიარებს სხვას და საკამათოც ჩემთვის აქ არაფერია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ცუდად მყოფი, თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი სააკაშვილი ის ფაქტორი და ის რესურსია, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, რომ ებრძოლოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მაგალითი არსებობს. ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა ერთმანეთს და მე ვფიქრობ, გარკვეული გამოტოვებული რგოლი, რომელიც არსებობდა ამ ვითარებაში, რომელიც აღწერს პროცესებს, გიული ალასანიამ წარმატებით შეავსო," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები